Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წიგნის პრეზენტაცია

2024 წლის 26 ნოემბერს 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) II კორპუსის (ჭავჭავაძის გამზ. №3) №119 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სამართლის დოქტორის, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ქალბატონ ირინა აქუბარდიას წიგნის „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ქართული მოდელი“ პრეზენტაცია.

 

წიგნში კომპლექსურად განხილულია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის  ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, ვერდიქტის დასაბუთებულობა და საერთაშორისო სტანდარტები, „ნულიფიკაციის“ პრობლემა და ნაფიც მსაჯულთა „უუნარობა“, მედიის გავლენა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე და სხვ. გაანალიზებულია მოქმედი კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა. გამოკვეთილია არსებული გამოწვევები და თანამედროვე ტენდენციები.

 

წიგნი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პრაქტიკოსი მუშაკებისა და აღნიშნული საკითხებით დაინტერსებული ფართო მკითხველისთვის.